იტალიის ვიცე-პრემიერი: რაც უგრეთში ხდება, ცუდ პრეცედენტს ქმნის - თვალშისაცემია ბრიუსელისა და იმ ადამიანების ყრუ სიჩუმე, რომლებიც წლების განმავლობაში საუბრობენ, ხშირად უადგილოდ, „კანონის უზენაესობაზე“

მატეო სალვინი

რაც უგრეთში ხდება, სერიოზულია და ცუდ პრეცედენტს ქმნის - თუ დემოკრატია ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად იხრება, ის აღარ არის დემოკრატია, - განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ.

„და თვალშისაცემია ბრიუსელისა და იმ ადამიანების ყრუ სიჩუმე, რომლებიც წლების განმავლობაში საუბრობენ, ხშირად უადგილოდ, „კანონის უზენაესობაზე“, - აღნიშნა სალვინიმ.