15 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის განსხვავებული წესი იმოქმედებს - დეტალები
1751710205
იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. დაღუპულია ორი ადამიანი. კიდევ 20 დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
სამაშველო ჯგუფის თქმით, მამაკაცები წყალში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მიგრანტები კოტ-დ'ივუარი, გვინეა, კამერუნი და სენეგალიდან არიან. ისინი ტუნისის ქალაქ სფაქსიდან მოემგზავრებოდნენ.
ბოლო პერიოდში ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიაში არალეგალურად მიგრანტების რეკორდული რაოდენობა ჩავიდა. მხოლოდ მარტის შუა რიცხვებისთვის შსს-ს მონაცემებით, 17 500 ადამიანი ჩავიდა.