იტალიაში, მამაკაცი სამი წლის განმავლობაში გარდაცვლილი დედის პენსიას იღებდა

იტალია

იტალიაში, მამაკაცი სამი წლის განმავლობაში გარდაცვლილი დედის პენსიას იღებდა.

მანტოვას პროვინციაში, Borgo Virgilio-ში, 57 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც სამი წლის განმავლობაში გარდაცვლილი დედის პენსიას იღებდა. შემთხვევა მაშინ გაიშიფრა, როცა მამაკაცი ადგილობრივ მერიაში დედად გადაცმული გამოცხადდა, რათა მისი პირადობის დოკუმენტი განეახლებინა. თანამშრომლებს, მამაკაცის ჩაცმულობის გამო, ეჭვი შეეპარათ და პოლიცია გამოიძახეს.

გამოძიების შედეგად სახლში ქალის მუმიფიცირებული სხეული იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ 2022 წელს გარდაიცვალა.

მამაკაცს რამდენიმე ბრალდება წაუყენეს: თაღლითობა, გვამის დამალვა და პიროვნების გაყალბება.

საქმე გამოძიების მიმდინარეობს.