მგზავრი გარდაიცვალა - მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს
1760539965
ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასთან“ სამშვიდობო შეთანხმების მომდევნო ეტაპზე გადასვლა მხოლოდ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ მოხდება.
ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, „ჰამასი“ თუ არ დაიცავს პირობას და ტყვეების ცხედრების გადაცემის პროცესს ბოლომდე არ მიიყვანს, ისრაელი იძულებული იქნება და სამშვიდობო შეთანხმების მომდევნო ფაზაზე არ გადავა.
„ჩვენ ჯერ კიდევ პირველ ფაზაში ვართ. მეორე ფაზაზე ვისაუბრებთ, როდესაც პირველ ფაზას დავასრულებთ“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა, იტყობინება „სქაი ნიუსი“.
ცნობისთვის, დონალდ ტრაპის მიერ შეთავაზებული 20-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას მოიცავს, კონფლიქტის ორივე მხარემ მიიღო.
შეთანხმების მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტილს შემდეგ მხარეებმა მძევლები (მათ შორის დაღუპულებიც) უნდა გაცვალონ. ამის შემდეგ „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს, ისრაელი კი ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ ტვირთებს დაუშვებს.
ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმა ასევე მოიცავს ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დატოვებას, სექტორის მმართველობის სისტემის შექმნისა და ეკონომიკური განვითარების გეგმებს.