1772260860
ისრაელმა და ირანმა სამოქალაქო რეისებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა
ისრაელმა და ირანმა სამხედრო ესკალაციის დაწყების შემდეგ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტეს. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, საჰაერო სივრცე ჩაკეტა აგრეთვე ირანის მოსაზღვრე ერაყმა.
ამ დროისთვის აფეთქებების ხმა ისმის თეირანში, ისპაჰანში, კარაჯში და ირანის სხვა მსხვილ ქალაქებში.
პარალელურად, კატარში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და საკუთარ თანამშრომლებს თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდა.












