ირანში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
1772270709
გამოცემის წყაროს ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ლოკაციაზეა გადაყვანილი. ის ირანში არ იმყოფება. ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, გამოცემასთან საუბარში ისრაელის თავდაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დღეს დილით დაწყებული ოპერაცია აშშ-სთან ერთად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა, ხოლო მისი დაწყების თარიღის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული.
ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის რეზიდენცია იყო.