„დაყარეთ იარაღი და მიიღებთ სრულ ხელშეუხებლობას“ - ტრამპი ირანელ სამხედროებს მიმართავს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის გამოსვლაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებსა და შეიარაღებულ ძალებს მიმართა და მათ იარაღის დაყრა ურჩია.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, იარაღის დაყრის სანაცვლოდ ისინი სრულ ხელშეუხებლობას მიიღებენ.

„მივმართავ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, შეიარაღებულ ძალებსა და მთელ პოლიციას და ვაცხადებ: „უნდა დაყაროთ იარაღი და მიიღებთ სრულ ხელშეუხებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატივის სახით გარდაუვალი სიკვდილი გელით“, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, დღეს დილით ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. აფეთქებების ხმა ისმის თეირანში და ირანის სხვა მსხვილ ქალაქებში.