1692302192
ისრაელის უშიშროების კაბინეტმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარებას ითვალისწინებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოცემულია ქალაქ ღაზის ოკუპაციის გეგმა და „ხუთი პრინციპი ომის დასასრულებლად“. ინფორმაციასდ ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ისრაელის მთავრობამ ეს გეგმა უმრავლესობით დაამტკიცა.
„ისრაელის თავდაცვის ძალები მოემზადება ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარებისთვის და ამავდროულად უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დახმარების მიწოდებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საბრძოლო ზონების გარეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „ომის დასასრულებლად“ ხუთი პრინციპი ასეთია:
1. ჰამასის განიარაღება; 2. ყველა მძევლის დაბრუნება – როგორც ცოცხალი, ასევე დაღუპული; 3. ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია; 4. ისრაელის კონტროლი ღაზის სექტორზე 5. ალტერნატიული სამოქალაქო მთავრობის შექმნა, რომელიც არ იქნება არც „ჰამასი“ და არც პალესტინის ავტონომია.
„მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა თვლიდა, რომ კაბინეტისთვის წარდგენილი ალტერნატიული გეგმა ვერ დაამარცხებდა „ჰამასს“ და ვერ დააბრუნებდა მძევლების“ – ვკითხულობთ განცხადებაში.