1692302192
შალვა პაპუაშვილი აგვისტოს ომზე: დღესაც ისევე მყიფეა მშვიდობა და მომენტალურად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, თუ ჩვენი საზოგადოება ბრძნულად არ იმოქმედებს

ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით.
„დღეს ვიხსენებთ 17 წლის წინ აგვისტოში დაღუპულ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, დაღუპულ მოსახლეობას. 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1500-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. 125 სოფელზე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი. ეს დღე ჩვენ ბევრ რამეზე გვაფიქრებს. გვაფიქრებს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ გმირობაზე, ჩვენს მოსახლეობაზე, რომელიც იძულებული იყო საომარი ტერიტორიიდან გამოსულიყო და იმაზე, რამდენად მყიფეა მშვიდობა. დღესაც ისევე მყიფეა მშვიდობა და მომენტალურად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, თუ ჩვენი საზოგადოება ბრძნულად არ იმოქმედებს. ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.