აღმოსავლური ჰოროსკოპის 3 ნიშანი, რომლებიც 2026 წლის აპრილში წარუმატებლობას წარსულში დატოვებენ
1775758474
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო ძალები განაგრძობენ ინტენსიურ კამპანიას ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.
ირანი ისრაელისგან ლიბანზე თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვს და იმუქრება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გავა და ისრაელზე იერიშებს მიიტანს.
ისრაელ კაცის თქმით, ისრაელი კვლავ შეინარჩუნებს ოთხ სხვადასხვა პოზიციას სამხრეთ ლიბანის შიგნით.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი განაგრძობს ინტენსიურ საჰაერო კამპანიას „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მთელი ლიბანის მასშტაბით.
მისი თქმით, კონფლიქტის დაწყებიდან ისრაელმა „ჰეზბოლას“ 1 400-ზე მეტი წევრი მოკლა, მათ შორის 200 - ოთხშაბათს, ინტენსიური დაბომბვების შედეგად.