დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად - ექიმის რეკომენდაცია
1782149269
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვით ძალებს სამხრეთ ლიბანში საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედების „სრული თავისუფლება“ აქვთ.
„ცაჰალის“ მეთაურებსა და ჯარისკაცებს აქვთ სრული მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრისგან, ჩემგან და „ცაჰალის“ უმაღლესი სარდლობისგან, ასევე - მოქმედების სრული თავისუფლება, რათა გადამწყვეტად იმოქმედონ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ: სამხრეთ ლიბანში, ღაზას სექტორში და ყველგან, სადაც ეს ისრაელის სახელმწიფოს დასაცავად არის საჭირო“, - აცხადებს ის ვიდეომიმართვაში.
კაცი აღნიშნავს, რომ ისრაელის არმია „დარჩება ლიბანის უსაფრთხოების ზონაში, რათა დაიცვას ჩრდილოეთით მდებარე დასახლებები, აღკვეთოს საფრთხეები და გაანადგუროს ტერორისტული ინფრასტრუქტურა ამ ტერიტორიაზე, როგორც მიწისქვეშ, ისე მიწისზევით“.