4 მარტს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1772564905
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაური მოკლეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თეირანზე განხორციელებული დარტყმის შედეგად მოკლეს დაუდ ალი ზადეჰი, რომელიც ლიბანზე პასუხისმგებელი „უმაღლესი რანგის“ ირანელი მეთაური იყო.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზადეჰის ხელმძღვანელობით, დანაყოფი მხარს უჭერდა „ჰეზბოლას“ მისი ძალების შექმნასა და ფუნქციონირებაში, როგორც დამაკავშირებელი „ყუდსის ძალებსა” და „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელობას შორის.
ზადეჰის ლიკვიდაციის გამოცხადების შემდეგ, ისრაელის სამხედრო პრესსამსახურის სპიკერმა, ავიჩაი ადრაიმ, გაფრთხილება გაუგზავნა „ლიბანში დარჩენილ ირანის რეჟიმის ყველა წარმომადგენელს” დაეტოვებინათ ქვეყანა, ვიდრე ისინიც სამიზნეებად არ იქცევიან.
ადრაის განცხადებით, ირანის რეჟიმის წარმომადგენლებს ტერიტორიის დასატოვებლად 24 საათი აქვთ.
„ამ დროის შემდეგ, ლიბანში არცერთი ადგილი არ ჩაითვლება ირანის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო თავშესაფრად. ისრაელის თავდაცვის ძალები სრული ძალით შეუტევენ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“, – განაცხადა ადრაიმ.
ცნობისთვის, „ყუდსის ძალები“ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ელიტარული ჯგუფია.