„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე
1760898292
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაზე დარტყმების შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაუბრუნდებიან. მათივე ცნობით, ამ დროისთვის თავდაცვის ძალების მიზანია დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმების განეიტრალება, რის შემდეგაც სამშვიდობო შეთანხმებას დაუბრუნდებიან.
„ისრაელის თავდაცვის ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულებას განაგრძობენ და შეთანხმების ნებისმიერ დარღვევაზე ძლიერად უპასუხებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის „ჰამასის“ დელეგაცია ეგვიპტის დედაქალაქში ჩავიდა. როგორც ცნობილია, დელეგაციას „ჰამასის“ მთავარი მომლაპარაკებელი ხალილ ალ ჰაია უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება პარასკევს, 10 ოქტომბერს შევიდა ძალაში, მას შემდეგ, რაც ისრაელი და „ჰამასი“ ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმდნენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას შეაჩერებს. მანამდე კი ისრაელის სამხედრო ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ათობით ტერორისტულ სამიზნეს შეუტიეს, რისი მიზეზიც, მათივე ცნობით, დაჯგუფების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევა გახდა.