1760903531
დაფარული სახე - კიმ კარდაშიანის მორიგი უცნაური ჩაცმულობა - ვარსკვლავი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

კიმ კარდაშიანი კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. რეალითი შოუს ვარსკვლავმა Museum Academy Gala -ს ღონისძიებაზე Maison Margiela -ს კოსტიუმი მოირგო. მას კვლავ ემოსა ნიღაბი, რომელიც მის სახეს მთლიანად ფარავდა - მსგავსი ნიღბით კიმი 2021 წლის Met Gala-ზე გამოჩნდა, რომელიც დემნას Balenciaga-ს ეკუთვნოდა.
ლუქი Maison Margiela -ში გლენ მარტენსის სადებიუტო კოლექციიდანაა, რომლის ჩვენებაც მიმდინარე წლის ივლისში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
View this post on Instagram