ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში „მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაცია“ დაიწყეს

ისრაელის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში „მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაცია“ დაიწყეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციის მიზანი ბუფერული ზონის გაფართოებაა. კერძოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადების თანახმად, ოპერაცია მოიცავს ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას და იმ მებრძოლების ლიკვიდაციას, რომლებიც რეგიონში მოქმედებენ.

მათივე თქმით, ეს ნაბიჯი მიმართულია საფრთხეების შემცირებისა და ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობისთვის უსაფრთხოების დამატებითი ზონის შექმნისკენ.

სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ლიბანში მასშტაბური საჰაერო იერიშები განხორციელდა.