„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე
1760898292
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ დღეს ღაზაში ორი ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს. მათივე ცნობით, დაჭრილია კიდევ ერთი ჯარისკაცი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცები მაიორი იანივ კულა და შტაბის სერჟანტი იტაი იავეცი არიან.
„სქაინიუსის“ ინფორმაციით, ისრაელელი ჯარისკაცები ღაზაში მას შემდეგ მოკლეს, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის შესახებ გამოაცხადეს, რისი მიზეზიც, ისრაელის ცნობით, „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევა გახდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას შეაჩერებს. იქამდე კი, ისრაელის სამხედრო ძალებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ათობით ტერორისტულ სამიზნეს შეუტიეს.