ისრაელის სამხედრო ავიაციამ თეირანის ცენტრის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო

ირანი

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ირანის დედაქალაქ თეირანის ცენტრის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო ავიაციის სამიზნე ირანის რეჟიმის ობიექტებია.

ისრაელში აცხადებენ, რომ 28 თებერვალს სამხედრო-საჰაერო ძლებმა ფართომასშტაბიანი შეტევით ჰაერში უპირატესობა მოიპოვეს და გზა გაიხსნეს თეირანისკენ.

ისრაელის სამხედროების ცნობით, ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული ზუსტი, ფართომასშტაბიანი ოპერაციის სამიზნე გახდა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების ზუსტი დაზვერვა ხელმძღვანელობდა, მაშინ როდესაც ხამენეი თეირანის ცენტრალურ სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა.