სკანდალური ინტერვიუ - ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია
1748547767
ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტი დაბომბა. ისრაელის მედიის თანახმად, დაბომბვა არის პასუხი ბოლო დღეებში იემენიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლ რაკეტებზე.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, სანაას აეროპორტის დაბომბვის შედეგად „ჰუსიტების“ მფლობელობაში არსებული ბოლო თვითმფრინავი განადგურდა. წინა თვითმფრინავები 6 მაისს აეროპორტზე განხორციელებული დაბომბვის შედეგად გაანადგურეს.
„ეს არის მკაფიო გზავნილი და ჩვენ მიერ დადგენილი პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება: ვინც არ უნდა ესროლოს ისრაელის სახელმწიფოს, მძიმე ფასს გადაიხდის. იემენის პორტები კვლავ მძიმე დარტყმების ქვეშ იქნებიან, სანაას აეროპორტი კი ისევ და ისევ განადგურდება, ისევე როგორც სხვა სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ამ ტერიტორიაზე, რომელსაც „ჰუსიტების“ ტერორისტული ორგანიზაცია და მისი მხარდამჭერები იყენებენ. „ჰუსიტების“ ტერორისტული ორგანიზაცია საზღვაო და საჰაერო ბლოკადის ქვეშ მოექცევა, როგორც დავპირდით და გავაფრთხილეთ. ყველა, ვინც ზიანს მოგვაყენებს, შვიდმაგად დაზარალდება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.