სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი ევროკომისიის მიერ ისრაელის წინააღმდეგ შეთავაზებულ ზომებს „მორალურად და პოლიტიკურად დამახინჯებულს“ უწოდებს.
„პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით კომისართა კოლეგიის რეკომენდაციები მორალურად და პოლიტიკურად დამახინჯებულია და იმედია, რომ არ იქნება მიღებული. ისრაელის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები ევროპის ინტერესებს დააზარალებს. ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას, ევროპაში მყოფი მეგობრების დახმარებით, იმ მცდელობების წინააღმდეგ, რომლებიც ზიანს აყენებენ მას მაშინ, როდესაც ის ეგზისტენციალურ ომშია ჩართული. ისრაელის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი პასუხი მოჰყვება და ვიმედოვნებთ, რომ მათი მიღება არ გახდება საჭირო“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.