ისრაელის საელჩო საქართველოში: ღამით, ირანის რეჟიმმა განზრახ მიიტანა იერიში ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე - 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი

ისრაელი

საქართველოში ისრაელის საელჩო ღამით განვითარებული მოვლენების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

"დღეს ღამით, კიდევ ერთხელ, ირანის რეჟიმმა განზრახ მიიტანა იერიში ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე, სანამ მათ ეძინათ.

8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი.

200-ზე მეტი დაშავდა. 35 ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ოჯახები გახლეჩილია.
ირანი უდანაშაულოებს ესხმის თავს.

ისრაელი ესხმის თავს ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს - რომ შეაჩეროს მსოფლიოში ყველაზე საშიში ტერორისტული რეჟიმის მიერ მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღის ფლობა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად.

ისრაელი აკეთებს იმას, რაც აუცილებლად გასაკეთებელია", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.