„ეს ვიტამინი მართლა ატომური ბომბია... ეს ანოტაციაში არ უწერია...“ - ზაზა თელიას გაფრთხილება
1770923683
ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა, ნეთანიაჰუს შეწყალებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად, ისააკ ჰერცოგს უნდა რცხვენოდეს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ შეიწყალა.
„იურიდიული დასკვნის მისაღებად იუსტიციის სამინისტროში დადგენილი პროცედურების შესაბამისად ამჟამად პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა განიხილება. მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ განიხილავს პრეზიდენტი ჰერცოგი მოთხოვნას კანონის, ისრაელის სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად, სინდისის ხელმძღვანელობით და ნებისმიერი სახის გარე ან შიდა ზეწოლის გავლენის გარეშე“, – ნათქვამია ჰერცოგის ოფისის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისააკ ჰერცოგი ძალიან აფასებს აშშ-ის პრეზიდენტის მნიშვნელოვან წვლილს ისრაელის სახელმწიფოსა და მის უსაფრთხოებაში.
„ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა, სადაც კანონის უზენაესობა მოქმედებს. პრეზიდენტ ჰერცოგს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია“, – აღნიშნულია განცხადებაში.