ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან და „ჰეზბოლასთან” კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 133 დაშავებული გადაიყვანეს

ისრაელი

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან და „ჰეზბოლასთან” კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 133 დაშავებული გადაიყვანეს.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხუთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 127-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან, საავადმყოფოებში 7 183 ადამიანი მოათავსეს, რომელთაგან 118 ამჟამად საავადმყოფოში რჩება. დაშავებულთა რიცხვში შედიან როგორც ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.