ისრაელის იერიში ღაზაში - არმიის ცნობით, „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაური მოკლეს

ღაზა

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ღაზაში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად მათ დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაური მოკლეს.

მათივე ცნობით, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის ლიდერი მუჰამედ აბდელ სალამ ალ-იაზური. სამხედრო ძალების ინფორმაციით, მას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ თავდასხმების დაგეგმვაში.

ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, იაზურის ლიკვიდაციის დროს დაჯგუფების კიდევ ორი მეთაური მოკლეს. „ჰამასის“ მხრიდან მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.