ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ირანში მცხოვრებლები გააფრთხილა დღეს საღამომდე რკინიგზით მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
„ძვირფასო მოქალაქენო, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ამ მომენტიდან ირანის დროით 21:00 საათამდე თავი შეიკავეთ ირანში რკინიგზით გადაადგილებისგან“, - ციტირებს მედია „ცაჰალის“ პრესსპიკერს.
მისი თქმით, ადამიანების ყოფნა რკინიგზის ხაზებზე ან მათთან ახლოს უსაფრთხო არ იქნება.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ „ცაჰალს“ მითითებები მისცა ირანული რეჟიმის ინფრასტრუქტურის განადგურება მთელი ძალით გააგრძელონ.