ისრაელი „ჰამასს“ თავად განაიარაღებს და ღაზის დემილიტარიზაციას მოახდენს თუ ამას უცხოური ჯარები არ გააკეთებენ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ

„ჰამასი“ თუ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას, ის ძლიერი თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდება, როგორც ეს ორი დღის წინ მოხდა“,-  ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ „ჰამასი“ აუცილებლად განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება.

„უცხოური ჯარები თუ ამას გააკეთებენ, შესანიშნავი იქნება, თუ ისინი არ გააკეთებენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს, სავარაუდოდ, კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა.