ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარება გემით ჩაიტანეს

ტირთი

ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან ჰუმანიტარული დახმარება ღაზას სექტორში საზღვაო გზით პირველად შეიტანეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ესპანურმა გემმა Open Arms, რომელიც სამშაბათს კვიპროსის სანაპიროდან გავიდა ღაზის სექტორში 200 ტონა საკვები ჩაიტანა. ბორტიდან ჰუმანიტარული დახმარება უკვე გადატვირთეს. ღაზას არ აქვს მოქმედი პორტი, ამიტომ „მსოფლიოს ცენტრალურმა სამზარეულომ“ ნავსადგომი ააგო.

ჰუმანიტარული მისია საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ ორგანიზებით და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ცნობისთვის, ღაზას სექტორში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ რეგიონში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნა.