„12 წლის გერი გააუპატიურა“ - ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
1763048095
უახლესი კვლევის მიხედვით, ის წყვილები, რომლებიც ჩხუბის შემდეგ მალევე რიგდებიან, ერთად უფრო დიდხანს არიან.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, სწრაფი შერიგებები წყვილებს შორის ემოციური უსაფრთხოების განცდას აჩენს. ისინი პარტნიორს არა ოპონენტად, არამედ ახლობელ ადამიანად მიიჩნევენ.
ცნობილი ურთიერთობის სპეციალისტი, ჯონ გოტმანი ამბობს, რომ კონფლიქტის შემდეგ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა, ხანგრძლივი სიყვარულის მთავარი ღერძია. სიმშვიდისა და ჰარმონიულობის მისაღწევად, ხშირად ერთი უბრალო სიტყვა „მაპატიე“, სიცილი ან თბილი ჩახუტებაც საკმარისია.
ასეთი ქცევითი მოდელი დროთა განმავლობაში ურთიერთობას ამყარებს. ასე რომ, მთავარი ის კი არ არის, რამდენად ხშირად იკამათებთ, არამედ, რამდენად მალე მოახერხებთ შერიგებას.