სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილს გირაო შეუფარდა
1761302328
ირლანდიის რესპუბლიკაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყანაში ხმის მიცემის უფლებით 3,4 მილიონი ადამიანი სარგებლობს.
ირლანდიის მე-10 პრეზიდენტის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს. ესენია, მთავრობის ყოფილი მინისტრი ჰეზერ ჰამფრისი და ირლანდიის პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი კეტრინ კონოლი.
მესამე კანდიდატმა, ჯიმ გევინმა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა მისი კანდიდატურა საარჩევნო ბიულეტენში მაინც გამოჩნდება.
ირლანდიის მთავრობა მოსახლეობას საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებს, რომლებიც საღამოს 22:00 საათამდე იქნება ღია.
საარჩევნო ყუთები შაბათს, 25 ოქტომბერს დილის 09:00 საათზე გაიხსნება, შედეგები კი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.