ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის დასავლეთში საწვავის ავზის აფეთქების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი ადამიანი

foto

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთში საწვავის ავზის აფეთქების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა.

თვითმხილველების ცნობით, აფეთქება საგზაო შემთხვევის შედეგი იყო.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა სამუხრუჭე სისტემის ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა.

ამასთან, ჰამედან-სანანდაჯის გზატკეცილზე მომხდარი ინციდენტის შედეგად კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი გუბერნატორის თქმით, ადგილზე ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია.