ირანული მედიის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ამერიკის უსაფუძვლო მოთხოვნების გამო ჩაიშალა

აშშ ირანი

მოლაპარაკებები ჩაიშალა აშშ-ის უსაფუძვლო მოთხოვნების გამო, – ამის შესახებ ირანული მედია წერს.

„ირანის დელეგაცია 21 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ და ინტენსიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ირანელი ხალხის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ირანის დელეგაციის მრავალფეროვანი ინიციატივების მიუხედავად, ამერიკული მხარის გაუმართლებელმა მოთხოვნებმა ხელი შეუშალა მოლაპარაკებების წინსვლას. მოლაპარაკებები დასრულდა ამგვარად“, – აღნიშნავს ირანული მედია.

ამასთან, მოლაპარაკებების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმაც. მან აღნიშნა, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ვენსის თქმით, აშშ-მა ნათლად განაცხადა თავისი წითელი ხაზების შესახებ, თუმცა ირანი არ დათანხმდა მათ პირობებს.