ირანული მედია: ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირანი

ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო FARS ავრცელებს.

„განკარგულება ინტერნეტის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების შესახებ... პრეზიდენტმა კომუნიკაციების სამინისტროს რამდენიმე წუთის წინ გადასცა“, - აცხადებს სამინისტროდან წყარო.

ირანის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სრულ ინტერნეტ ბლოკადაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

ინტერნეტ-მონიტორინგის პლატფორმა NetBlocks-ის მონაცემებით, ბლოკადა უკვე 2 000 საათზე მეტს ითვლის. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე მოქალაქემ შეძლო კავშირის შენარჩუნება ძვირადღირებული და მოწინავე VPN სერვისების საშუალებით.