მძიმე ავარიას გადარჩენილმა ლიკა კუჭუხიძემ შეიტყო, რომ მეუღლე დაიღუპა
1767297430
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს, თეირანში, მაღაზიების მეპატრონეების გაფიცვის შემდეგ დაიწყო, რომელიც მიმართული იყო ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები მოჰყვა.
მაღაზიის მეპატრონეები აპროტესტებდნენ ირანული ვალუტის აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაცემას.
ირანულმა მედიამ, Fars-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ლორდეგანში მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ლორესტანის პროვინციაში კი სამი ადამიანი დაიღუპა.
ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა, Hengaw-მა განაცხადა, რომ ისპაჰანის პროვინციაში ერთი მომიტინგე დაიღუპა.
დემონსტრანტები ითხოვდნენ ქვეყნის უზენაესი ლიდერის მმართველობის დასრულებას.
მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები და საჯარო დაწესებულებები.
ირანში საპროტესტო აქცია უკვე მეხუთე დღეა, გრძელდება. როგორც „ბიბისი“ წერს, 2022 წლის შემდეგ, ეს ირანში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა.