ირანში, აქციაზე, თავრიზის საფეხბურთო კლუბის ყოფილი ფეხბურთელი მოჯტაბა თარშიზი და მისი ცოლი მოკლეს

ირანელი ფეხბურთელი

ირანში, რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე თავრიზის საფეხბურთო კლუბის ყოფილი ფეხბურთელი მოჯტაბა თარშიზი და მისი ცოლი მოკლეს.

წყვილს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა თეირანის მდებარე ერთ-ერთი სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი მეჰდი ლავასანი. მას ტყვია ზურგში მოხვდა.