ჩვენს რეგიონში ახლა მსხვილი ინვესტიციები, მნიშვნელოვანი თანხები შემოვა და ეს ძალიან კარგია - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი

ცხადია, ჩვენს რეგიონში ახლა მსხვილი ინვესტიციები, მნიშვნელოვანი თანხები შემოვა და ეს ძალიან კარგი ამბავია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დეტალურად უნდა იყოს განხილული „ტრამპის მარშრუტში“ ევროკავშირის მონაწილეობის ფორმატები და კონკრეტული პროექტები, რადგან ერევანი ამით ძალიან დაინტერესებულია.

„ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ შემდეგი ეტაპი სომხურ-თურქული ურთიერთობების განვითარება უნდა იყოს. ვიმედოვნებთ, პოლიტიკური დიალოგის დონეზე ლოგიკურად გადაწყვეტილი პროცესები ადგილზე აისახება. ჩვენ წარმოუდგენლად დადებით და წარმოუდგენელ გარემოში აღმოვჩნდით, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხი მოგვარებულია, მაგრამ ყველა საკითხის გადაჭრის ყველა ფორმულა არსებითად უკვე განსაზღვრულია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.