ირანმა სარაკეტო თავდასხმების მორიგი ტალღა დაიწყო - აფეთქებების ხმა ისმის იერუსალიმში

ისრაელი

 ისრაელში საჰაერო განგაშია. მილიონობით მოქალაქე ახლა თავშესაფარში იმყოფება. ღამით, ირანმა სარაკეტო თავდასხმების მორიგი ტალღა დაიწყო, აფეთქებების ხმა ისმის იერუსალიმში.

პარალელურად, ლიბანის სამხრეთით რადიკალური დაჯგუფება "ჰესბოლას" წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ისრაელის თავდაცვის ძალების ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა. ერთი დაჭრილი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გრძელდება მოკავშირეების სამხედრო კამპანია ირანშიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში, დარტყმები 170 ობიექტზე განხორციელდა. ისრაელის და შტატების ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სამხედრო ბაზებზე, თავდაცვის ინდუსტრიულ ობიექტებსა და შიდა უსაფრთხოების ცენტრებზე. ძლიერი აფეთქებებია თეირანში.