ირანმა ახალი „სარაკეტო ქალაქი“ წარადგინა

სარაკეტო ქალაქი

ირანმა ახალი „სარაკეტო ქალაქი“ წარადგინა.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) საჰაერო-კოსმოსური ძალების მიერ ახალ „სარაკეტო ქალაქში“ წარმოდგენილია სხვადასხვა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე მათი გამშვები დანადგარები.

გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ალი აბდოლაჰი და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი მაჯიდ მუსავი.

ირანში აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა რაკეტებისა და დრონების საწარმოო ხაზები სწრაფად გადაიტანეს მიწისზედა ობიექტებიდან მიწისქვეშა ნაგებობებში.

თეირანში ამბობენ, რომ ირანის ცოდნა, ვრცელი ტერიტორია და წარმოების მოქნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს, იარაღის წარმოება ინტენსიური დაბომბვის პირობებშიც კი გაგრძელდეს.

✕