ირანის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობამ შესაძლოა, ვერ აღმოფხვრას მეზობელ ქვეყნებში არასტაბილურობის გავრცელება

ირანის თავდაცვის მინისტრი

ირანის თავდაცვის მინისტრის, აზიზ ნასირზადეჰის თქმით, მთავრობამ შესაძლოა, ვერ აღმოფხვრას არასტაბილურობის საზღვრებს გარეთ გავრცელება.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს „შეიარაღებული, სასტიკი ტერორისტების” ჩასახშობად, თუმცა შესაძლოა, ვერ შეძლოს მეზობელ ქვეყნებში არასტაბილურობის გავრცელების პრევენცია.

„მათ ვინც გეგმავს და ახორციელებს არეულობას, უნდა იცოდეს, რომ მათ ვაკვირდებით. ზოგიერთი მეამბოხე თავს დაესხა შეიარაღებულ ბაზებს და წაიღო იარაღი და არეულობაში იყენებს“, – განაცხადა ნასირზადეჰმა.

ამასთან,  თავდაცვის მინისტრი კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის გარეშე აცხადებს, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე თავს ესხმის რელიგიურ და კულტურულ ობიექტებს და ემუქრება მაღაზიის მფლობელებს.