ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია - გაფრთხილება მძღოლებს
1768492336
ასეთი ფორმით დროშის დღის მილოცვა იყო უაღრესად არამეგობრული და უპატივცემულო ჟესტი საქართველოს ისტორიის, დროშის და ქართველი ხალხის მიმართ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.
გიორგობიანი საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც აქციების კადრები მოხვდა.
„[ევროკავშირში] გვიყურებენ როგორც პოტენციურ მსხვერპლს, რომ საქართველოს დროშა უნდა იყოს ნანგრევებში და მხრჩოლავ [ბოლში]. მათ ყოველგვარი დიპლომატისგან ჩამორეცხილი, ცინიკური, თავხედური ნაბიჯი გააკეთეს საქართველოს მიმართ. ასეთი ფორმით დროშის დღის მილოცვა იყო უაღრესად არამეგობრული და უპატივცემულო ჟესტი საქართველოს ისტორიის, დროშის და ქართველი ხალხის მიმართ. მადლობა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში არ უჩვენეს ქართული და ევროკავშირის დროშებმოხვეული დამნაშავეები როგორ უტევდნენ პარლამენტს“, - აღნიშნა გიორგობიანმა.
ევროკავშირის საელჩომ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც გამოყენებულია კადრები ძალადობრივი აქციებიდან.
როგორც საელჩო წერს, დღეს „სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს“ ზეიმობენ. საქართველოს ჰიმნის ფონზე კი, გამოყენებულია 2024 წელს, რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი აქციებიდან კადრები.