„ბიბისის“ ცნობით, სამხედრო წვრთნების ფარგლებში ბრიტანეთმა გრენლანდიაში ერთი სამხედრო გაგზავნა

სამხ

სამხედრო წვრთნების ფარგლებში ბრიტანეთმა გრენლანდიაში ერთი სამხედრო გაგზავნა. ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას.

გავრცელებული ცნობით, დიდი ბრიტანეთი იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის შეშფოთებას „ჩრდილოეთის უსაფრთხოებასთან“ დაკავშირებით.

გრენლანდიაში NATO-ს წევრების სამხედროების განლაგება გულისხმობს უფრო ძლიერი წვრთნების უზრუნველყოფას, რათა შეაჩეროს რუსული აგრესია და ჩინეთის აქტივობა.

სამხედრო მისიის ფარგლებში გრენლანდიაში ორი სამხედრო გაგზავნა ნორვეგიამ. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ გრენლანდიის დაცვა მთელი  NATO-ს ალიანსის საერთო საზრუნავია.