1785180731
ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ომისა და მშვიდობის დროის განსაზღვრის უფლებას არასდროს მისცემს
ორშაბათს ირანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ-თან მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და „საკუთარ თავს მანამ დაიცავს, სანამ ამას მისი ინტერესები მოითხოვს“.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თითქმის ორკვირიანი დაბომბვის შემდეგ, აშშ-ის საჰაერო იერიშების კამპანია შეაჩერა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ თეირანი „ამერიკის შეერთებულ შტატებს ომისა და მშვიდობის დროის განსაზღვრის უფლებას არასდროს მისცემს“.
„ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაზე პასუხისმგებლობას ამერიკას ვაკისრებთ“, - დასძინა ბაღაიმ. - „ის, რაც ამჟამად ხდება, ცეცხლის შეწყვეტად ვერ ჩაითვლება“.
შაბათ-კვირას ტრამპმა შეაჩერა დარტყმები, რომლებიც 13 დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.
თუმცა, ორშაბათს ბაღაიმ აღნიშნა: „ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“.











