სინოპტიკოსების გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
1779963617
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ დონალდ ტრამპის მიერ ომანის მისამართით გაჟღერებული მუქარები შეაფასა როგორც „სახიფათო“.
„მუქარა გაეროს იმ წევრი სახელმწიფოს „განადგურების“ შესახებ, რომელიც ყოველთვის კონსტრუქციულ, ეფექტურ და პასუხისმგებლიან როლს ასრულებდა რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში და წლების განმავლობაში თავის კეთილშობილურ ძალისხმევას დიპლომატიურ პროცესებში მედიატორობით რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას ახმარდა, არა მხოლოდ ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევაა, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებში უკანონობისა და ბულინგის ნორმალიზების კიდევ ერთი სახიფათო ნიშანია“, - აღნიშნა მან.