ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, მათი მთავრობა ირანის წინააღმდეგ უსამართლო ომს აწარმოებს, მათ პასუხისმგებლობა უნდა დააკისრონ საკუთარ მთავრობას

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ მოუწოდა ამერიკელებს, პასუხისმგებლობა დააკისრონ საკუთარ მთავრობას ირანის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ ომზე.

ბაღეის თქმით, ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რას აკეთებს მათი მთავრობა.

„ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ის, რასაც მათი მთავრობა დასავლეთ აზიაში ირანის წინააღმდეგ აკეთებს, ძალიან დიდი უსამართლობა და უსამართლო, აგრესიული ომია. ამერიკელმა ხალხმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს საკუთარ მთავრობას მათი სახელით ჩადენილი ქმედებებისა და დანაშაულებისთვის“, – განაცხადა ბაღეიმ.