18 თებერვალს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1771354840
ირანმა და აშშ-მა სამშაბათს, ჟენევაში გამართულ ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე, ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სამუშაო კვლავ ბევრია, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
„პროგრესი არ ნიშნავს, რომ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, თუმცა პროცესი დაწყებულია“, - განუცხადა მან ირანულ მედიას მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანი დროებით ჩაკეტავს ჰორმუზის სრუტის ნაწილს - გლობალური ნავთობმიწოდების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტს. ეს ხდება აშშ-თან ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, მაშინ როდესაც ვაშინგტონმა ყურის რეგიონში სამხედრო ძალები გაგზავნა თეირანზე ზეწოლის მოსახდენად და დათმობების მისაღწევად.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანში „რეჟიმის შეცვლა“ შესაძლოა საუკეთესო რამ იყოს, რაც კი შეიძლება მოხდეს. ამავდროულად, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ სამშაბათს აღნიშნა, რომ აშშ-ის ნებისმიერი მცდელობა მისი მთავრობის დამხობისა, მარცხით დასრულდება.