„ირანის რევოლუციური გვარდიის“ განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ აშშ-ის, ისრაელისა და ევროპის გემებისთვის არის დახურული

სრუტე

„ირანის რევოლუციური გვარდიის“ განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ აშშ-ის, ისრაელისა და ევროპის გემებისთვისაა დახურული.

„ჩვენ მანამდეც განვაცხადეთ, რომ, საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, ომის დროს ირანის ისლამურ რესპუბლიკას აქვს უფლება, გააკონტროლოს ჰორმუზის სრუტე. აშშ-ის, ისრაელის, ევროპის და მათი მხარდამჭერების კუთვნილ გემებს თუ შეამჩნევენ, აუცილებლად დაარტყამენ“, – განაცხადეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ ქვეყნის, სულ მცირე, შვიდი ნავთობტანკერი ჰორმუზის სრუტის გავლას ვერ ახერხებს.