VIDEO: „მე წავედი“ - რატომ დატოვა ზურა ხაჩიძემ „იმღერეს“ სტუდია და რა მოხდა გადაცემაში
1790364600
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-მა უნდა აჩვენოს, რომ ირანში ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლას არ ცდილობს.
ამის შესახებ ირანი პრეზიდენტმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პირველ რიგში, უნდა დავძლიოთ ამ ომით გამოწვეული უნდობლობა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ შეთანხმებების შესაბამისად, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ. აშშ-მა უნდა აჩვენოს, რომ ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ადმინისტრაციის დამხობას არ აპირებს“, – განაცხადა მასუდ პეზეშქიანმა ტრამპთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ირანის პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუმცა შეხვედრის გამართვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.