საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768160646
უცხო ძალებთან დაკავშირებული ტერორისტები ხოცავენ ადამიანებს, წვავენ მეჩეთებს და თავს ესხმიან სახელმწიფო ქონებას, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა. მისი თქმით, ირანში ქაოსისა და არეულობის დათესვას ქვეყნის მტრები - შეერთებული შტატები და ისრაელი ცდილობენ.
„ქვეყანაში გარედან შემოიყვანეს ტერორისტები, რომლებიც მეჩეთებს წვავენ. შეერთებული შტატები და ისრაელი ბრძანებებს აძლევენ ადამიანებს და ეუბნებიან - წადით, ჩვენ მხარს გიჭერთ. ოჯახებს მოვუწოდებ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ახალგაზრდა შვილები შეუერთდნენ არეულობის მონაწილეებსა და ტერორისტებს“, - აცხადებს მასუდ ფეზეშქიანი.