VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
ირანის ისლამური რესპუბლიკის დიპლომატიის ფანჯარა ყოველთვის ღიაა, – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ განაცხადა.
მისი თქმით, თეირანი მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოს საკუთარი სუვერენიტეტი და ეროვნული უსაფრთხოება, როგორც თავისი საგარეო პოლიტიკის საფუძველი ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი სულიერი ლიდერის პირობებში.
„ამჟამად ყველა ქვეყანა აფასებს ამ ომის გავლენას საკუთარი ეკონომიკის მომავალზე. თავად საქართველოში, ომის პირველივე კვირაში გაუქმდა დაახლოებით 20 რეგულარული და რამდენიმე ჩარტერული რეისი. ასევე შეიმჩნევა კაპიტალის გადინება სპარსეთის ყურის სამხრეთ ქვეყნებიდან აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს რეგიონში მშენებლობისა და ურბანული განვითარების სექტორზე.
ჩვენთვის სასურველი კონფიგურაცია ეფუძნება ახალი ბალანსის ჩამოყალიბებას, რომელიც გააძლიერებს შეკავებას და ხელს შეუშლის რეგიონულ არასტაბილურობას. ირანი ამ ისტორიულ ეტაპზე მხარს უჭერს „სამართლიან და მდგრად მშვიდობას“, თუმცა „არასოდეს დათმობს ეროვნულ უსაფრთხოებას“. ველით, რომ სხვა ქვეყნებიც, განსაკუთრებით ჩვენი ახლო და შორეული მეზობლები, დაიცავენ გაერო-ს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს და არ დაუშვებენ, რომ აგრესიულმა სახელმწიფოებმა მათი საჰაერო სივრცე, სამხედრო და სადაზვერვო შესაძლებლობები ან დეზინფორმაციული ოპერაციები („ცრუ დროშის“ ოპერაციები) გამოიყენონ, რათა მათი ქვეყნები გადაიქცეს დამანგრეველი ომის ასპარეზად.
ირანის ისლამური რესპუბლიკის დიპლომატიის ფანჯარა ყოველთვის ღიაა. თეირანი მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოს საკუთარი სუვერენიტეტი და ეროვნული უსაფრთხოება, როგორც თავისი საგარეო პოლიტიკის საფუძველი ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი სულიერი ლიდერის პირობებში“, – განაცხადა ირანის ელჩმა.