ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ექსპერტთა ასამბლეა, სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათში აირჩევს - BBC

აიათოლა ალი ხამენეი

 ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ექსპერტთა ასამბლეა, სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათში აირჩევს. ამის შესახებ „ბიბისი“ ასამბლეის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით წერს.

როგორც ირანის ექსპერტთა ასამბლეის წევრის, ჰოსეინ მოზაფარი აცხადებს, „მტკიცე იმედი“ აქვს, რომ გადაწყვეტილება მომდევნო 24 საათში იქნება მიღებული.

ამასთან, მოზაფარიმ საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან, ვიდრე პროცესი გრძელდება.

ირანის კონსტიტუციის მიხედვით, მომავალი უზენაესი ლიდერი 88 სასულიერო პირისგან შემდგარმა ექსპერტთა ასამბლეამ უნდა აირჩიოს.