ირანი აცხადებს, რომ გადამწყვეტად უპასუხებს აშშ-ის მხრიდან ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევის ნებისმიერ ფაქტს

ესმაილ ბაღაი

ირანი უპასუხებს აშშ-ის მხრიდან ურთიერთგაგების მემორანდუმის ნებისმიერ დარღვევას, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი იმ ფონზე, როდესაც ორივე მხარის დელეგაციებს კატარში არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ელოდებიან.

„ჩვენ არცერთ ქმედებას დავტოვებთ უპასუხოდ. როგორც ირანის ძლიერმა შეიარაღებულმა ძალებმა დაამტკიცეს, ისლამური რესპუბლიკის მიზნების წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ნებისმიერი აქტი დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ პასუხს მიიღებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ესმაილ ბაღაიმ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე.

„ასეთი ქმედებები ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველი მუხლის დარღვევად ჩაითვლება. ბუნებრივია, თუ მსგავსი დარღვევები განმეორდება და გაგრძელდება, ამ პროცესის გაგრძელება სირთულეებს წააწყდება“, - დასძინა მან.