სროლა ვერაზე - ვრცელდება ახალი დეტალები
1784749975
მაღალი რანგის ირანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თეირანი განიხილავს „რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურისა და ხიდების დაბომბვას“, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მუქარა გამოთქვა, რომ გაანადგურებს ერთ „ხიდს ან ელექტროსადგურს“ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ჰორმუზის სრუტეში რაიმე გემს შეუტევს.
„თუ ამერიკელები ირანულ ხიდს ან ელექტროსადგურს დაუმიზნებენ, ირანი საპასუხოდ რეგიონში ინფრასტრუქტურასა და ხიდებს დაარტყამს, მათ შორის იმ ენერგეტიკულ ობიექტებსაც, რომლებშიც შეერთებულ შტატებს ინტერესები აქვს“, - იტყობინება ირანული ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
„ამერიკელები ბოლო ათი დღის განმავლობაში უკვე სრულად უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ირანი ზუსტად იქ არტყამს, სადაც თავად გადაწყვეტს. შესაბამისად, ტრამპის მხრიდან ნებისმიერი ასეთი ავანტიურა მისთვის კიდევ ერთხელ შერცხვენით დასრულდება“, - დასძინა ოფიციალურმა პირმა.
თეირანი ასევე „განახორციელებს საკუთარ სუვერენიტეტს ჰორმუზის სრუტეზე“, - განაცხადა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ოთხშაბათს და დასძინა, რომ ხელისუფლება „არ გადაუხვევს სრუტის კონტროლისკენ მიმართულ მტკიცე გადაწყვეტილებას“.